მაჰმუდიე-საფანჯა-საკარია

მაჰმუდიე-საფანჯა-საკარია

მაჰმუდიე-საფანჯა-საკარია

 ყველაზე ძველი ცივილიზაციის დამაარსებლები ხეთები არიან, რომლებიც ქართველების ნათესავებად ითვლებიან და განვლილი ათასწლეულების განმავლობაში, ორი საუკუნის მანძილზე სელჩუკების მეზობლები იყვნენ. რუსეთ-ოსმალეთის ომის, დღეიდან 120 წლის წინ კავკასიიდან გადასახლებულთა ერთი ჯგუფი ბათუმიდან გადმოსულა და საფანჯას რაიონში სოფელი მაჰმუდიე დაუარსებია. აქ დასახლებულ ჩვენს წინაპრებს, ხასიათიდან გამომდინარე გადაუწყვეტიათ. თავიანთ საცხოვრებელ ადგილად ბათუმის მთიანი და ტყიანი რეგიონის მსგავსი ბუნება შეერჩიათ. 
        ამიტომაა ჩვენი სოფლის ბუნება მდიდარი და მოსავლიანი. დასახლება მთის კალთაზეა შეფენილი. სოფ. მაჰმუდიეს დამაარსებლებს, მშობლიური მხარის მსგავსი სუფთა ჰაერიანი, ბევრ წყაროებიანი, მდიდარი ბუნება და ნოყიერი მიწა რომ არ შეერჩია, მომავალ თაობას ბათუმის სიყვარულ გაუნელდებოდა.  
        მაისში შემოდის ტყემალი და ბალი, მოგვიანებითკი თხილი, მსხალი, ვაშლი, ალუბალი, წაბლი, კაკალი და ა.შ. მუშმალა თითქმის ზამთრის პირისკენ მოდის. ხეებს ფოთლები როცა სცვივათ, ბაღებში ხურმის ხარჯზე ნარინჯისფერი მაინც შენარჩუნებულია.
        ასეთი ყოვლისმომცემი ბუნების მეპატრონენი, დინამიური და ჯანსაღი ადამიანები თავის მხრივ პატივისცემით ექცევიან გარემოს, საკუთარ ადათ-წესებს და ტრადიციებს. მათ ხასიათში აქვთ ხუმრობისადმი სიყვარული. გზაში შემხვედრ მეზობელს აუცილებლად ეხუმრებიან. ტყეში მუშაობისას მეზობელ სოფელს ხმამაღლა შესძახებენ, საღამოს კი სახლში წყნარად ისვენებენ ან სულაც ეზოს რწყავენ. ისინი მხიარულები, ჭირ-ვარამის გამზიარებლები და სერიოზულები არიან. ბუნებასთან მუდმივი კავშირის გამო, დღეგრძელები არიან. სანამ ჩვენი წინაპრები მოვიდოდნენ აქ და სოფ. მაჰმუდიეს დააარსებდნენ ისტორიული ბითინიის (დღევანდელი ქოჯაელის) ნახევარკუნძულზე, ჯერ რომაელები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ბიზანტიელები, რაც დასტურდება აქ ნაპოვნი უამრავი თიხის ჭურჭლით, წყლის ძველი მილებით და მარმარილოს საფლავითა და ნაშთებით. სელჩუკური და ოსმალური პერიოდის კვალი შემორჩენილი არა არის. კავკასიიდან ჩამოსულმა ჩვენმა წინაპრებმა კი თითქმის თავიდან აღმოაჩინეს ეს სამოთხე.
        სოფლის მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციებსა და განათლებას. ამას თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, რისი მაჩვენებელიც ჩვენი მეჩეთია. სოფლის დაარსებისას ჰასან ფეჰმი ფაშამ (1836-1910), რომელიც სტამბოლში ნაზირი (მინისტრი) იყო, საკუთარი ნათესავებით დასახლებულ სოფელში არქიტექტურული შედევრი – მეჩეთი და მის გვერდით დაწყებითი სკოლა ააგო.
        მეჩეთისა და დაწყებით სკოლისათვის რელიგიური გაკვეთილების ჩასატარებლად დოღანჩაის იენიქოიდან მოიწვიეს წარმოშობით კავკასიელი მეჰმედ ბაჰათინ ჰოკა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. სოფელში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა ასი პროცენტია. თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს სოფ. მაჰმუდიეში გაზრდილი და შემდგომ უმაღლეს განათლება მიღებული მრავალი ოფიცერი, მასწავლებელი, ადვოკატი, ჟურნალისტი, ინჟინერი და ა.შ. ბევრი აქაური ევროპასა და ამერიკაშიც ცხოვრობს.
  მაჰმუდიელები საკუთარ სოფელს არასოდეს ივიწყებენ. ჩვენი ლამაზი სოფლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ მერს ბ-ნ თურგაუთ არაფოღლუს, რომელიც ამაყობს, რომ მაჰმუდიელია.
        ჩვენი სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი მომავალი
        მთის ფერდობზე შეფენილი ს. მაჰმუდიე 120 წლის წინ ამჟამინდელი სახის მიხედვით დაარსდა. მთავარი გზები პარალელურია, ისინი კი ერთმანეთთან ასევე სწორი შიდა გზებითაა დაკავშირებული, რაც მწყობრ გეომეტრიულ სტრუქტურას ქმნის. ამ გზებს გარს ერტყმის დიდბაღიანი სახლები, რომლებიც ჩაკარგულია ხილის ხეებს შორის. ჩვენი სოფელი ტიპიური შავიზღვისპირული დასახლებაა. მართალია იგი ძველია, მაგრამ თანამედროვე მოთხოვნილებებსაც პასუხობს. ჩვენს სოფელს საზღვრავს მდინარისპირა და მთაზე განლაგებული ყანები და ტყეები. ასეთი თანამედროვე დასახლება და ბუნებრივი სილამაზეები ქალაქში ცხოვრებისგან დაღლილ, ბუნების მოყვარულ ადამიანებს ძალიან იზიდავს. ბევრი ქალაქელი სტამბოლიდან მაჰმუდიეში ჩამოდის და დასასვენებელ სახლებს აგებს. 1987-1988 წლებში სოფელში იყო 20-ზე მეტი აუზიანი შენობა. სოფ. მაჰმუდიეს ძველი და ახალი მკვიდრები არ ივიწყებენ ბუნების სიყვარულს, ერთგულებას და არ იმეორებენ არასწორი ურბანიზაციის შედეგად მიღებულ შეცდომებს. ისინი ბუნების განადგურების გარეშე, კიდევ უფრო ალამაზებენ მაჰმუდიეს. სოფ. მაჰმუდიეს ძველი და ახალი მკვიდრების ვალია ბუნებას გაუფრთხილდნენ.

 ჩვენი სოფლის მკვიდრები და მათი ცხოვრება
        ჩვენი ქართული სოფელი ტრადიციების მიმდევარია. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამბავს, რომელიც სოფლის უკეთ გაცნობის საშუალებას მოგცემთ.
        დავიწყოთ რამდენიმე ამონაწერით, რომელიც ამოღებულია აჰმედ ოზქანის წიგნიდან "გურჯისტან" (სტამბოლი. 1968. აქსისედას სტამბა). ხალხი ჯერ კიდევ საუბრობს ქართულად, უფრო მეტიც სოფლის მოსახლეობა ისეთ ქართულ სიტყვებს, გამოთქმებს და ანდაზებს იყენებს, რომლებშიც შენარჩუნებულია ქართული ენის თავისებურებანი:
        რიცხვები:
        ერთი
        ორი
        სამი
        ოთხი
        ხუთი

        სიტყვები
        ლეღვი
        სხალი (მსხალი)
        ყურძენი

        გამოთქმები
        აქმოდი ბიჭო
        ქათამ კუდი დასაქმა (კატამ კუდს საქმე გამოუჩინა)
        დასაქმა (ინება)
        თავ დაღებული (თავდახრილი)
        კუდ გაშვერილი (კუდგაპრეხილი)
        გლახი კაცი ხარ (სულელი კაცი ხარ)
        დაიაკეფს (ცოლს სცემს)

        საჭმლის სახელები
        ფხალი
        ჭადი
        მოთრევლა (ნიგვზიანი ლობიო)
        ჩირბული (ჩაშუშული კვერცხი)
        ღომლობია

        სოფლის ქორწილები ჯერ კიდევ კავკასიური ტრადიციებით ტარდება და ცეკვებიც იქაურია. შეძლებისდაგვარად ხორუმს ცეკვავენ და ყველასთვის საკმარისი რაოდენობით კერძებს ამზადებენ. ძველ სახლებში პირველი სართული საცხოვრებლად და ყოველდღიური საქმიანობისთვის აქვთ გამოყენებული. სახლებისათვის დამახასიათებელია დიდი სასაუზმე ოთხი და ბუხარი. ზედა სართულებზე განთავსებულია საძინებელი და სასტუმრო ოთახები. შენობის აგებისთვის გამოყენებულია ხე და ქვა, რაც სახლის მდგრადობას უწყობს ხელს.


ქემალ თურანი
ჟურნალი "ჩვენებური"
No: 44. აპრილი-ივნისი. 2002.

ჰასან ფეჰმი ფაშას მეჩეთის აგების თარიღი 1887
ჰასან ფეჰმი ფაშას მეჩეთის აგების თარიღი 1887


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.