გელინო - თურქული სიტყვაა და პატარძალს ნიშნავს. ეს ტერმინი ქართულ მეტყველებაში, სავარაუდოდ, მე-17 საუკუნეში გაჩნდა. გელინო სიმღერაცაა. მას ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები მღერიან. მღერიან მშობლები იმ იმედით, რომ პატარძალი საკუთარ ფუძეს არ მოსწყდება და კერას არ დაივიწყებს. ფილმის სათაურიც ამ დატვირთვით შევარჩიეთ, რადგან საუკუნეების წინათ საქართველოდან წასული მუჰაჯირები (ემიგრანტები) სამშობლოს არ ივიწყებენ.
ტელეექსპედიცია, რომელიც ტელეკომპანია "მზემ" მოაწყო, უპრეცედენტოა. პირველად აღიბეჭდა ფირზე თურქეთის შუაგულში არსებული ქართული სოფლები. იქაურმა მოსახლეობამ ძველი ქართული მეტყველება შეინარჩუნა. მათი მოსმენისას მიხვდებით, როგორ საუბრობდნენ ჩვენი წინაპრები. "გელინოში" პირველად იხილა ქართველმა მაყურებელმა სამი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი - სუმელას მონასტერი - ლაზების მიერ კლდეში ნაკვეთი უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, იედიყულეს ციხე, სადაც გარდაიცვალა ქართლის გმირი მეფე სიმონ პირველი და ბაღდადის ოქროს გუმბათიანი კოშკი, რომელიც დიდი მოურავის გიორგი სააკაძის პატივსაცემად აიგო. ფილმ "გელინოს" ერთ-ერთი მთავარი გმირია თურქეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე). მას და მის სიმღერებს ფილმის ეთერში გასვლამდე აქართველოში არ იცნობდნენ, ამჟამად კი გელინოს ბევრგან მღერიან. თავად შემსრულებელი რამდენჯერმე ეწვია თბილისს და მისმა კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა. რამდენიმე დღის წინ კი, გადამღებ ჯგუფსა და მომღერალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და დედაქალაქის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა შეხვედრა გაუმართეს.
გავა დრო და დოკუმენტური ფილმი ძვირფასი ისტორიული დოკუმენტი იქნება, რადგან ქართული კვალი თურქეთში თანდათან ქრება, მიმდინარეობს მიგრაციის პროცესი, მოსახლეობა სხვა ტერიტორიებზე გადადის საცხოვრებლად, ნელნელა ივიწყებენ მშობლიურ ენას, ინგრევა და ქრება ისტორიული ძეგლები.
ფილმის ავტორი და რეჟისორია გიორგი კალანდია, დამდგმელი ოპერატორი ბესარიონ გაფრინდაშვილი, მონტაჟის რეჟისორი ნაირა დილანიანი, კონსულტანტი ბუბა კუდავა.
"გელინო" ოთხი ფილმია უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. იქამდე იყო ლაზები და ჰერები.
ტელეკომპანია მზის ვებ-გვერდის სტუმარტა წიგნის გამოხმაურებები, ლაზებზე და გელინო ფილმებზე.
გწერთ ქალაქ ვისბადენიდან, უყურე გელინოს ორივე სერიას და მთელი ღამე არ მოძინია, ამ ფილმების ყურების შემდეგ გადავწყვიტე ამ ზაფხულს ჩამოვიდე საქართველოში და დავიწყო საქმე რომლითაც ჩემს ქვეყანას უფრო გამოვადგები
ნემო თოფურია 12/01/2005
პირველად უყურე გელინოს, ფორუმზე ბევრი მქონდა მის შესახებ წაკითხული, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან კარგი ფილმი, ისეთი როგორიც წარმომედგინა თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. ავტორებს ქართველობას ვუქებ
ნიკა გოგშელიძე 12/01/2005
მიყვარხართ ძალიან,ახლა წავიკითხე თქვენი "სტუმართა წიგნი"და მშურს მათი ვინც გელინოს მე-2 ნაწილი ნახა.შორი სალამი მიუნხენიდან.
ნინო 12/01/2005
მე გელინოში 1 სერიაზე უფრო 2 სერია მომეწონა და კიდე მომეწონა კალანდიას ფილმები ლაზებზე
ნუნუკა სიმონიძე 12/01/2005
მაგარია გელინოს 2 სერია, და ბაიარ შაჰინიც მაგრა მღერის, ვაფშე კარგი პროექტია, სხვა არხებმაც რომ აკეთონ ასეთი ფილმები მივესალმები
ზურაბ ქიტოშვილი 12/01/2005
წარმატებებს ვუსურვებ გელინოს ავტორებს და თურქეთის ქართველობას
თამუნა გაჩეჩილაზე 11/01/2005
სიამოვნებით ვიყიდიდი გელინოს კასეტაზე, ძალიან კარგი ფილმია
გუკა პირველი 11/01/2005
ართველი ცხოვრობდა, თან ასეთი კარგები
ნატუკა ჩცერცვაძე 11/01/2005
გელინოში ყველაზე მეტად მომეწონა სიმღერა მიმინოზე და გურჯი ბიჭების ცეკვა
11/01/2005
კალანდიას ფილმები პირდაპირ ჯიგარში მირტყამს, ჯიგრები ხართ
დომენტი ქოქიაშვილი
11/01/2005
ჩემი სამშობლო რომ ძლიერი იქნება ამში დარწმუნებული ვარ, გელინომ ჩემთვის ბევრი რამე გახადა ცხადი
თამარ ჩუკაკიძე 11/01/2005
საუკეთესოა გელინო. მომწონს მომწონს და კიდევ მომწონს
ლევან ფირცხალავა 11/01/2005
ძაან მაგარი იყო გელინო, ყოჩაღ იქაურ ქართველებს
ნიკო ტიკარაზე 11/01/2005
ლაზებს შემომევლე, კაცი ვარ და მაგათმა სიმღერებმა ამატირა
ვასო ქუთელია 09/01/2005
მსვენიერია ქურმუხის ეკლესია, ზალიან მაგრა მღერიან ინგილოები, ზალიან კარგი საჩუქარი გაგვიკეთა მზემ. გკოცნით გერმანიიდან, ლიტვიდანაც დამირეკეს მეგობრებმა და აღფრთოვანებულები ვართ, იქნებ გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზეც დაინტერესდეთ, არანაკლებ გვიჭირს და გვენატრება სამშობლო
ტარიელ ჭანუკვაძე 08/01/2005
ჰერეთი და ჰერები, საუკეთესოდ იყო გადმოცემული მათი ყოფა თქვენს ახალ ფილმში, საჭიროა ჩვენი სისხლი და ხორცი დავიცვათ და დავიფაროთ
ვახტანგ ალანია 08/01/2005
ძალაინ მომეწონა ჰერეთი ამ ზაფხულში დაქალებთან ერთად აუცილებლად წავალ,
ნინუკა კვიტაიშვილი 08./01/2005
მინდა წარმატებები გისურვოთ, ყველას განსაკუთრებული მადლობა, ცხადია რომ მზეს მართლა კარგი ხელმძღვანელი ყავს და დაილოცოს ის კაცი ვინც ამ ეროვნულ პროექტებს ხელმძღვანელობს, მადლობა ფილმის ავტორებსაც, მე ხანში შესული კაცი ვარ და კარგად ვიცი როგორ უჭირდათ ინგილოებს აზერბაიჯანში, ამიტომ ასეთი ფილმების ჩვენება ჩვენი ახალგაზრდობისათვის აუცილებელია, დიდი ინტერესით ველი გელინოსაც
ალექსანდრე ბობოხიძე 08./01/2005
მზერა ჰერეტიდან იყო სუპერი- აზერბაიჯენელების დედა.... ნაღდად არ ვიცოდი თუ ასე ექცეოდნენ ქართველებს
გიორგი ლეფსვერიძე 08./01/2005
ასე მიაწექით ბიჭებო ეროვნული გენი ახარეთ, ინგილოები ყველას დავიწყებული
დათო შარაშენიძე 08./01/2005
ჰერეთი და ჰერები ძალიან შემიყვარდა თქვენი ფილმის შემდეგ, ძალიან ვისიამოვნე
ნანული ბედია 08./01/2005
დღეს უყურე კალანდიას ფილმს ჰერებზე, მაგრა მომეწონა, და არ დაგიმალავთ მეტირებოდა კიდეც
თათია შარაძე 08./01/2005
ძალიან გვიყვარხართ,მართალია საქართველოში არ ვართ,მაგრამ მიუნხენშიც მაგარია,რადგან აქაც ანათებს" მზე",ისე გელინოს ნახვაც რომ შეგვეძლოს,ძალიან კარგი იქნებოდა.
ნათია და ნინო 08./01/2005
საფრანგეთშივცხოვროვრობ და მაგრა გამოხარდა რომ ვნახე რომ გელინო მეორდება, თქვენი ჭირიმე სიამოვნებით ვუყურებ. პარიზში ჩამოდით მზის ხალხო, სიამოვნებით მიგიღებთ, შეგიძლიათ მომწეროთ
ლევან კაკაბაძე 08./01/2005
დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო მზის ახალ კოლექტივს და წარმატებები ვუსურვო, თბილისში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის, რისთვისაც მადლობა ახალ ხელისუფლებას, ერთი სათხოვარი მაქვს ჩემები საქართველოდან მიამბობენ რომ ძალიან მაგარი ფილმები ქონია მზეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე, ლაზებზე
გურჯებზე
ფერეიდნელებზე
ინგილოებზე
და ძალიან მაინტერესებს, იქნებ გაიმეოროთ , თქვენ უკვე თანამგზავრზე ხართ და ამ ფილმების ხილვის საშუალება მექნება რადგან ძალიან მაინტერესებს
თემურ შავიშვილი 06./01/2005
სწორედ ეროვნული ფილმების შენარჩუნებას ემსახურება გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმები, რომელშიც ნამდვილად იგრძნობა სამშობლოსადმი სიყვარული, დარწმუნებული ვარ გავა დრო და მისი ფილმები უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იქნება
ვახო ჩიტაძე 06./01/2005
გაუმარჯოს მზეს, გაუმარჯოს გელინოს, გაუმარჯოს ლაზებს, გურჯებს და ვაფშე ყველა ქართველს
ეკა მაჩალაძე 05./01/2005
ფილმები -ლაზებზე
გურჯებზე
ინგილოებზე
ფერეიდნელებზე
და საერთოდ ჩვენს თანამემამულებზე მზის მარგალიტები. კარგი ხალხი ხართ და ამიტომ
თორნიკე გაგნიძე 04./01/2005
ძალიან მინდა გთხოვოთ იქნებ გელინო გაიმეოროთ რა
გურანდა გოგსაძე 04./01/2005
აღფრთოვანებული დავრჩი გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმით ლაზების შესახებ. იგი უდიდესი ტკივილის მომგვრელია... ამ ფილმმა ბევრი მაყურებელი აატირა ეკრანის წინ. გერმანიაში მცხოვრები უამრავი ქართველის სახელით პირადად დიდ მადლობას ვუხდი გიორგი კალანდიას ამ საუცხოო ნიმუშისათვის, მინდა წინსვლა და წარმატებები ვუსურვო მას. გიორგი, გვეამაყები...
მაკა ბაუერი 04/01/2005
აბსოლიტურად სწორია ბათუ. მზე არავის არ ბაძავს. მე და მთელი ოჯახი ვტიროდით კალანდიას დოკუმენტურ ფილმებზე, ქაჯაიამ როგორც მახსოვს მერე დაიწყო დოკუმენტური ფილმები და მას იმედიც მიჰყვა. ასე რომ ჯობია სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ეროვნულ პროექტებში მზეს ვერავინ ვერ ჯობდა საინფორმაციო სფეროში კი რუსთავი ლიდერობდა, აწი მომავალი დაგვანახვებს
03/01/2005
მაინტერესებს საახლაწლოდ თუ იქნება გელინოს განმეორება, ან ბაიარ შაჰინი ხომ არ გეყოლებათ სტუმრად
დათო 30/12/2004
მართლა კარგი საიტია და ზაან გამისწორდა კალანდიას ფილმები რომ ვნახე. ეგ ფილმები მაგრა მიყვარს, მაინტერესებს კასეტებზე არ გამოვა გასაყიდად
ლევან ნინოშვილი 29/12/2004
კარგი არხია გააგრდზელეტ მუსჰაობა ლაზეტზე და მივიცკებულ დზირდზველ ქარტველებზე ეს უპრო პოპულარულს გაგხდიტ ბრცკინვალეა მოსიდზის გადაცემა
ადარნასე 27/12/2004
ზალიან მომწონს თქვენი საიტი, თითქმის ყოველ კვირა შემოვდივარ და ყოველთვის კმაყოფილი ვრჩები, ზალიან მომეწონა გელინო და მზერა ლაზეთი. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ 2005 წელს გილოცავთ, ვულოცავ ლაზებს, გურჯებს, ინგილოებს და ფერეიდნელებს, და კიდევ ყველა ქართველს რომელიც ჩვენ საზღვრებში არ ცხოვრობს
სიმონ მანჯავიძე (პედაგოგი) 27/12/2004
მე მაგრა ველოდები ახალ დოკუმენტურ ფილმებს მზეზე, გელინო, მზერა ლაზეთიდან და ჰერეთიდან სუპერი იყო. ეგრე მიაწექით ჩვენ კი მადლობლები ვიქნები ყოველთვის
ნიკა 26/12/2004
მე მზე ზალიან მიყვარს (ნამდვილიც და ტელეკომპანიაც). მზეზე ზალიან მომწონს გიორგი კალანდიას ფილმები, გელინო, ლაზებზე და ინგილოებზე, მაგრა დამამხსოვრდა ბაიარ შაჰინი და ბებია ხავანა. მოკლედ კარგებიხართ, მაინტერსებს როდის იქნება სხვა ფილმებზეც ინფორმაცია, განსაკუთრებით ლაზებზე, და კიდევ, თუ გაგრძელდება თქვენს ტელევიზიაში ესეთი ფილმების ჩვენება, თუ გადაწყვიტავთ შემიძლია საინტერესო იდეები შემოგთავაზოთ (უფასოდ)
მარიკა 22/12/2004
სალამი ხალხო, არ შეგიძლიათ მითხრათ საიტი რომლიდანაც გადმოვიწერ ბაიარ შაჰინის "გელინოს" ან რაიმე სხვა საშუალება (თუ მოიპოვება თბილისში მისი კომპაქტ დისკი ან რამე სხვა) და მისი პირადი საიტი?
21/12/2004
გელინო..გელინო..გელინო..
დათო 17/12/2004
გამარჯობათ, ძალიან კარგი საიტია. თქვენ არხი ძალიან მომწონს, მაგრამმწვერვალი იყო გადაცემა "გელინო" რომლის ყურების შემდეგაც გამიძლიერდა ინტერესი ლაზების და ბაიარ შაჰინის (გუნდარიძის) მიმართ, რაც ბოლოს იმით დასრულდა რომ ფესტივალ "ჩვენებურებზე" ერთად ვიმღერეთ!!! დიდი მადლობა!!!
ბექა გონაშვილი 15/12/2004
მაინტერსებს გაგრძელდება თუ არა ჯეოსტარი, სოფო მოსიძის და გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმები
ნათია დალაქაიშვილი 12/12/2004
ვეთანხმები ჯეოსტარი მაგარი კარგი პროექტია, ასევე სიამოვნებით უყურე გელინოს და კიდე რამდენიმე დოკუმენტურ ფილმს ლაზებზე და ინგილოებზე, საღოლ მზეს, უცხოეთში მცხოვრები ქართველები მარტო თქვენ გაგახსენდათ, ამიტომ მიყვარხართ თორემ ფილიპინებზე და კანარებზე კარგი ცხოვრება რომაა ეგ ისედაც ვიცით რუსთავი 2-მა რომ არ გვიჩვენოს
ლადო 12/12/2004
დზალვან მომეწონეთ, მემლექეთი გამახსენა თქვენი საიტი, ლაზონადან ვარ და გერმანიაში ვცხოვრობ, სუმელას არქაბ რომ ვნახე დზალვან გახარებულ ვიქმენ, ჩვენებურებს ვეტყვ რომ გელინო მსამენილ ჰქმნან თქვენი საიტიდან, წერილ მომწერეთ, ჩვენ ძმები ვართ, ჰამიდ გელუნი ლაზონადან
Hamid Gelun 11/12/2004
მაგრა ვისიამოვნე თქვენი საიტით, შემოსვლა გადავწყვიტე რადგან მაგრა ვკაიფობ დოკუმენტური ფილმებით რომელიც მზეზე გადიოდა, ჯიგრები ხართ, მაინტერესებს ბაიარ შჰაჰინის ემაილი, ხომ არ გაქვთ, ძალიან მომეწონა ეს ფილმი, ორჯერ უყურე და თუ გაიმეორებთ კიდე უყურებ, კიდევ ერთი თხოვნა, ფოტოების გადმოწერა მინდა გელინოდან და უფრო დიდი ფორმატისას ხომ ვერ ჩატვირთავდით
გელა 11/12/2004
მე თქვენი ტელეკომპანია ძალიან მომცონს, მაგრამ არ დაგიმალავთ ყველაზე უკეთესი რაც მახსოვს ეს ფილმი გელინოა და ფილმი ჰერეთზე, მე თვითონ ინგილო ვარ და მახსოვს როგორ ველოდით სტუდენტები გეპეიდან მაგ ფილმის დაწყებას, ხო კიდე იყო 2 სერია მგონი ფერიდნელ ბაიარ შახინზე- მაგის სიმღერა გელინოს ჩვენ კურსზე ეხლაც მღერიან, ჩემმა დაქალმა ნინო დალაქიშვილმა კი ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მაგ ფილმზე საკურსო დაწერა, მოკლედ მაგრები ხართ, და თხოვნა თუ შეგიძლიათ მზერა ჰერეთიდან გაიმეორეთ
მარინა 08/12/2004
რა უბედურებაა. ყველაფერი გაქვთ ტქვენი დოკუმენტური ფილმების გარდა, რაც ყველაზე უკეტესი გაკვთ ეგ გამოგიტოვებიათ, იმედი მქონდა რომ თქვენს საიტზე დოკუმენტურ ფილმ გელინოს და მზერა ლაზეთის ტიპაჯების ფოტოებს ვიპოვნიდი, მაგრამ არ აგმოჩნდა
დათო 08/12/2004