უნიე შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ლამაზი რაიონია, რომლის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. უნიეს არსებობის მანძილზე აქ სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა. ბოლოს, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აქ კავკასიის მუსლიმური მოსახლეობა დაასახლეს. ომის შემდეგ ოსმალეთი დილემის წინაშე აღმოჩნდა, თუ რა ექნა იქაური მუსლიმური მოსახლეობისათვის. ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად ბათუმსა და აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს 3 წლის განმავლობაში ან ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ ან კიდევ, რუსეთის მოქალაქეები უნდა გამხდარიყვნენ. გადასახლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მართალია რუსეთ-თურქეთის ომი იყო, მაგრამ მისი მასშტაბების სიდიდეს სხვა მიზეზებიც განაპირობებდნენ. ყოველივე ეს ისტორიკოსების შესწავლის საგანს წარმოადგენს.
იმავე პერიოდში მოუწია ოსმალეთს ბალკანეთისა და კავკასიის მიწების დატოვება და დაიწყო ხალხთა მასობრივი გადასახლება ანატოლიაში. ჩვენ აქ განვიხილავთ სამხრეთ კავკასიიდან ანატოლიაში, განსაკუთრებით კი შავიზღვისპირეთის სანაპიროებზე დასახლებულ ქართველთა მდომარეობას. ომის შემდეგ ქართველებმა, დანარჩენი კავკასიელების მსგავსად, მასობრივი მიგრაცია დაიწყეს ანატოლიში. ეს გადასახლება დეტალურად დღემდე შეუსწავლელია. მუჰაჯირობისას ძალიან ბევრი ადამიანი დაავადმყოფდა და გარდაიცვალა.
მე ამჯერად უნიეში დასახლებულ ქართველებს შევეხები, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მეცნიერული კვლევა არ არის, აქ უბრალოდ მიმოხილულია ამ რეგიონში მცხოვრებ ქართველთა ენა (დიალექტი), ადათები და ცხოვრების წესები. ჩვენი მიზანია დავიწყებას არ მიეცეს ძველი კულტურული ღირებულებები, რადგან დღეს მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესების ფონზე ბევრი რამ იკარგება. ევროპა უძლურია ამერიკის შემტევი კულტურის წინაშე. ჩვენ ამ წერილს იმიტომ ვწერთ, რომ გვსურს დავიწყებას არ მიეცეს ჩვენს ლამაზ ანატოლიაში მცხოვრებ ქართველთა კულტურული ფასეულობანი.
ქვემოთ მოგვყავს უნიელი ქართველების მეტყველების ზოგიერთი ნიმუში:
აჰმედამ ქალი გააგდო? – ახმედი ქალს გაშორდა?
გაგდო – გაშორდა
შინ წეხვიდენა? – სახლში წახვალ?
წევდენა – წავალ
მე ამევღე – მე ამოვიღე
ავღე – ავიღე
შენ ამეიღე – შენ ამოიღე
შიჭამე – შეჭამე
ეიღე – აიღე
იმან ამეიღო – მან ამოიღო
შიჭამა – შეჭამა
ეიღო – აიღო
ჩვენ ამევღეთ – ჩვენ ამოვიღეთ
შევჭამეთ – შევჭამეთ
ევღეთ – ამოვიღეთ
თქვენ ამეიღეთ – თქვენ ამოიღეთ
შიჭამეთ – შეჭამეთ
ეიღეთ – აიღეთ
იმათმა ამიეღეს – მათ ამოიღეს
შიჭამეს – შეჭამეს
ეიღეს - აიღეს
თუ თქვენს საცხოვრებელ გარემოში ქართულად საუბრობენ, ორ-სამ თვეში თქვენც ამ ენაზე საუბარს დაიწყებთ. ამისთვის კი სოფელი იდეალურია. თუ თქვენს ოჯახში ვინმემ ქართული იცის, შეგიძლიათ მოსთხოვოთ, რომ ამ ენაზე ისაუბრონ.
* * *
მუშაობის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობას მოვახსენებთ პაპას, ბიცოლას, დედას, ნათესავებს და ყველა იმ ქართველს, ვისთანაც შეხვედრა მოგვიწია. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ სოფ. ექინჯიქის და იენიქენთის ცენტრალური უბნის (ჩამურლუქი) მაცხოვრებლებს. ეს სამუშაოს 1/3-ია. ძალიან ბევრი სიტყვა კომპიუტერში ჯერ კიდევ არ ჩაგვიწერია. ღმერთის წყალობით ყველაფერ ამას იხილავთ წიგნში, რომლის გამოცემასაც ვაპირებთ. არ დავივიწყოთ ჩვენი ქართველობა და ქართული კულტურა.
მურათ შაჰინი .