მიუხედავად იმისა, რომ 1924 წელს ამა თუ იმ მიზეზით საქართველოდან გადმოხვეწილებისათვის ამერიკის ვიზის მიღება ძალიან იყო გაადვილებული, პაულ ზაზაძეს მტკიცე გადაწყვეტილება მიუღია: ამერიკაში რა დამრჩენია, საქართველოში უნდა დავბრუნდეო. სტამბოლში მასთან მისი ძმები სწორედ იმ დროს ჩამოსულან სტუმრად, როდესაც დიდი არეულობები იყო სტამბოლის ქუჩებში, რევოლუცია ხდებოდა და ძმები პაულის დაუკითხავად რომ გამოსულან სახლიდან, სროლაში მოყოლილან. ვერც ერთი ვერ გადარჩენილა ცოცხალი. აAმ ამბავმა საშინელი თავზარი დასცა პაულს და მისი საქართველოში დაბრუნება გაურკვეველი დროით გადაიდო.
დიდი პაული თავისი შრომისუნარიანობის, დიდი დისციპლინისა და ზნეობის წყალობით მოკლე ხანში იმკვიდრებს თავის შესაბამის ადგილს თაჰთაქალეს დიდვაჭართა შორის. 1930 წელს იგი სამართებლების წარმოებას იწყებს, ბომონთისა და თაჰთაქალეს საწარმოებში პარფიუმერიულ ნაწარმსაც ამზადებს. იმავე წელს გერმანიაში გამოფენებსა და ბაზრობებშიც ღებულობს მონაწილეობას და სტამბოლში მედლებით ხელდამშვენებული ბრუნდება. დღეისათვის “Kartal Çelik”-ის საწარმოთა ქსელში მოქცეული მარკა `ზაზა~ ცნობილია, როგორც სამართებლების მსოფლიოში მეორე, ხოლო თურქეთში პირველი მწარმოებელი.
მამის მიერ დაარსებულ ფირმას `ზაზა~ შემდგომში უკვე სიმონ ზაზაძე უდგება სათავეში და თურქეთში პირველ, სამართებლების მწარმოებელ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ფაბრიკასაც უყრის საფუძველს. სულ ცოტა ხნის შემდეგ კი ამ ფაბრიკის მიერ გამოშვებული `ზაზას~ მარკის სამართებლები არაჩვეულებრივი პოპულარობით სარგებლობენ არა მარტო სტამბოლში, არამედ ყველა სადალაქოში მთელი თურქეთის მასშტაბით.
1960 წელს დიდ პაულ ზაზაძეს უთვისტომო ადამიანთა დახმარებისათვის ვატიკანი `კომანდატორის~ წოდებას ანიჭებს. ამ ბოლო დროს კი უკვე მრავალი მედლისა და ჯილდოს მფლობელ მამა-შვილ პაულ და სიმონ ზაზაძეებს `საქართველოს ღირსების ორდენიც~ გადაეცათ. 1997 წელს სიმონ ზაზაძეს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა. ცხრა ენის მცოდნე ბატონი სიმონი ბათუმის, ახალციხისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორიცაა. დიდი პაულ ზაზაძის კვალდაკვალ მისი შვილი სიმონიცა და შვილიშვილი პაულიც შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ სოციალური და კულტურული სფეროების განვითარების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
რაც შეეხება უფროს პაულ ზაზაძეს, მისთვის საქართველო ყოველთვის იყო მონატრებისა და მამა-პაპათა გახსენების დაუშრეტელი წყარო. ვეღარასოდეს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ენატრებოდა. სულ ამ მონატრებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სარფის საზღვრის გახსნამდე ორი თვით ადრე დალია სული.
სიმონ ზაზაძე მოკლედ და ძუნწად ლაპარაკობს მამის გარდაცვალებაზე:
`მამა დიალიზის ერთი შეცდომის გამო დაგვეღუპა და ეს ორმაგად ძნელი გადასატანი იყო. დიდი დარტყმა მივიღეთ. ის მწარე დღეები არ მავიწყდება. სულ რაღაც ორი თვე რომ დას ცლოდა, სარფის საზღვრის გახსნას მოესწრებოდა~. სიმონ ზაზაძე თითქმის ხელუხლებლად ინახავს მამის სამუშაო კაბინეტს. `მამა ძალიან შრომისმოყვარე და დიდებული კაცი იყო. ცოტას ლაპარაკობდა და თავი შორს ეჭირა ყოველგვარი მეტიჩრობისა და მოჩვენებითობისაგან~. მამისგან მიღებული გამოცდილების შესახებ ლაპარაკის დროს თვალები ცრემლით ევსება. `ფაბრიკაში მომუშავეთაგან განსხვავებულ საჭმელს არასოდეს ვჭამ. ჩემი მეუღლეც ასევე იქცევა. უნივერსიტეტში დოქტორანტურის პერიოდში სახლში ჩამოვედი, ბიუროში მივედი და იქიდან იმ დროისათვის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ სასადილო `ფანდელში~ შემწვარი კრევეტების შეკვეთა გადავწყვიტე. მამამ მითხრა: კი, ბატონო, თუ გინდა, მიირთვი, მაგრამ ირგვლივ მყოფი ჩვენი მუშები რას იფიქრებენო? ის იყო და ის, იმის შემდეგ ასეთი აღარაფერი გამიკეთებია. ათასობით ადამიანმა იმუშავა ჩემ ირგვლივ და რასაც მე მივირთმევდი, მათაც იმავეთი ვუმასპინძლდებოდი.”
ბატონი სიმონის მეუღლეს, კლაუდე ზაზაძეს, ბეირუთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და დღეისათვის კერძო `ბილგი კოლეჯის” დამაარსებელია. ბეირუთში დაბადებული კლაუდე ზაზაძე ვატიკანის რაინდთა ორდენის კავალერიცაა.
9 წლის სიმონ ზაზაძე ჯერ გერმანულ ლიცეუმში სწავლობს, ხოლო შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისურ ლიცეუმში განაგრძOობს სწავლას. 16 წლის ასაკში კი უნივერსიტეტში მიდის სასწავლებლად. ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძობს განათლების მიღებას. შემდეგ უკვე ამერიკის “ჩენტური Uნივერსიტყ”-ში იცავს დისერტაციას და ბოლოს სტამბოლში ბრუნდება. 1951 წლიდან მოყოლებული მამასთან ერთად მუშაობს. ამ დროისათვის პაულ ზაზაძის მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით მათი ფირმა შესაშური ტემპებით იზრდება. 1971-85 წლებში ზაზაძეები გადასახადის გადახდის დარგში სარეკორდო მაჩვენებლების პირველ ოცეულში შედიან.
1957 წელს `ზაზას~ გაერთიანებაში ათამდე ფაბრიკა შედიოდა. იმ დროს 6-7 სექტემბრის ავბედითი მოვლენები დიდ ზემოქმედებას ახდენს პაულ ზაზაძეზე. იგი ერთიმეორის მიყოლებით კეტავს საფეიქრო ნაწარმის, პარფიუმერიის, საპნისა და სათადარიგო ნაწილების ფაბრიკებს. სამართებლებისა და თმის საკრეჭი მანქანების ფაბრიკები განაგრძNობენ მუშაობას და მათ სათავეში უკვე სიმონ ზაზაძე უდგება. `საოჯახო საწარმოებში ასეა: პირველი თაობა აარსებს, მეორე თაობა აფართოებს, მესამე თაობა კი ყველაფერ ამას ცვლის. საწარმო რომ გაიზრდება, მაშინვე მისი გაყიდვის ჯერი დგება და ჰოლდინგად გადაქცევის მცდელობა იჩენს თავს~, _ ამბობს სიმონ ზაზაძე. თავისი შვილის შესახებ კი დასძენს: `თუ შეუძლია, გააფართოოს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს~. თვითონ წარმოებითა და ვაჭრობითაა დაკავებული, შვილი კი ამასთან ერთად მშენებლობასაც მისდევს. უფროსი პაულის თვისებები _ თავმდაბლობა, შრომისმოყვარეობა და მეტიჩრობისაგან შორს ყოფნა P_ უმცროს პაულსაც ახასიათებს.
სიმონ ზაზაძე თავის უახლოეს მეგობართან, ერგუნ ათაბაისთან, ერთად 1990 წელს პირველად ჩადის საქართველოში. ბათუმს, ქობულეთსა და თბილისს მოინახულებს. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან დიდი მღელვარებით იყო სავსე ის დღეები, მამაპაპეულ მიწაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი. მამის დაბადების ადგილს, უდესაც ესტუმრა. ბატონი სიმონისათვის უდე მამის ნაანდერძევი დიდი განძივითაა. საქართველოში პირველი ჩასვლისას ბათუმის სასტუმრო `აჭარაში~ ნანახი აფხაზეთიდან ლტოლვილების შესახებ იწყებს ლაპარაკს: `საოცარი სურათი იყო. მათ რომ მივუახლოვდი, ბავშვები შემომეხვივნენ. სტუმრებად გვთვლიდნენ და შოკოლადებს გვიწვდიდნენ. მეც გადავწყვიტე, დამესაჩუქრებინა ცოტაოდენი ფულით, მაგრამ არც ერთმა ბავშვმა არ გამომართვა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა~.
6-7 სექტემბრის მოვლენების შემდეგ სტამბოლი მრავალმა ქართველმა კათოლიკემ დატოვა და უმეტესობამ ავსტრალიას მიაშურა. წავიდნენ აგრეთვე ინგლისში, ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. დღეისათვის სტამბოლში საკმაო რაოდენობით, იზმირში კი სულ რამდენიმე ქართული კათოლიკური ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან არაქართველებზე დაქორწინებულებიც.
როგორც ბატონი სიმონი ამბობს, ამ ოჯახებს კი აქვთ ერთმანეთთან გარკვეული კავშირები, მაგრამ არ არიან ორგანიზებული ერთ გაერთიანებად ან ერთ სათვისტომოდ. `ერთობლივად ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ხალხი მოუცლელობის გამო ვერაფერს ახერხებს. მესმის მათი~,- დასძენს იგი.
ქართული კათოლიკური ეკლესია შიშლი-ბომონთის უბანში 1861 წელს ახალციხელ პეტრე ხარისჭირაშვილს დაუარსებია. მისივე გულმოდგინე შრომის შედეგად ეკლესიას მიწა, სკოლა, ბიბლიოთეკა და სტამბა შემატებია. 1870 წლიდან მოყოლებული აქ ქართული წიგნები იბეჭდებოდა. ეკლესიის სკოლაში, სასულიერო სწავლების გარდა, უცხო ენები, პედაგოგიკა, ფარმაცევტიკა და მედიცინაც ისწავლებოდა. ეს მონასტერი დDიმიტრი ბაქრაძეს (1888), აკაკი წერეთელს (1905) და მიხაკო წერეთელს მოუნახულებიათ. 1921 წელს საქართველოს მიერ თავისუფლების დაკარგვის შემდეგ ევროპაში მიმავალი საქართველოს მთავრობისათვის პირველი თავშესაფარიც სწორედ ეს მონასტერი ყოფილა. სტამბაში ბოლშევიკების საწინააღმდეგო ლიტერატურა იბეჭდებოდა. ბევრი მათგანი დღესაცაა დაცული მონასტრის ბიბლიოთეკაში. ამ წიგნებს საქართველომდე ვერ მიუღწევია და ქართული ლიტერატურის სფეროში დღეს უცნობ გამოცემებაDდ შეიძლება ჩაითვალოს. ბატონ სიმონს დიდი წვლილი მიუძღვის ამ საგანძურის დღემდე შემონახვაში. პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ ამ გამოცემათა ერთი დიდი ნაწილი დაამუშავა. დაცვითი და შესწავლითი სამუშაოები დღესაც გრძელდება. ბატონი სიმონის სურვილია, რომ ეს წიგნები ელექტრონულ ფორმატში დაამუშაოს მომავალ თაობათათვის გადასაცემად.
ოსმალურ იმპერიაში ქართული კათოლიკური მონასტერი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის წერა-კითხვის შესწავლის ადგილად იყო ქცეული. იმ დროისათვის `ქართული საძმო~ ყოფილა დაარსებული, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობისა და სოციალური ფენის ქართველები იკრიბებოდნენ. ისინი აქ უზიარებდნენ ერთმანეთს ჭირსა და ლხინს.
ჯერ უფროსი პაულ ზაზაძის, შემდეგ კი მისი შვილის, სიმონ ზაზაძის, დიდი გულმოდგინების შედეგად შენარჩუნებულ იქნა ქართული კათოლიკური ეკლესიის საფონდო მიწები. სანამ ფონდი შეიქმნებოდა, ეს მიწები თურმე სიმონ ზაზაძის დედის დეიდას, თავადის ქალ ელისაბედ ბეჟანიძეს, ეკუთვნოდა. ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ კი სიმონ ზაზაძის დედასა და ბიძას დარჩენიათ. 1936 წელს უფროს პაულს მეუღლესთან ერთად ფონდის დაარსება გადაუწყვეტია და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში ამ ფონდის ერთადერთი პატრონი ისევ და ისევ ზაზაძეების ოჯახი ყოფილა.
ქართული კათოლიკური ეკლესიის ფონდს სტამბოლში ძალიან ბევრ ადგილას _ ჩამლიჯაში, ქალამიშში, ქარაქოიში, ბომონთიში და სხვ. _ აქვს მიწები. `იმ დროისათვის ეკლესიას არავინ აძლევდა საკუთრების დამადასტურებელ ცნობას. პირველი და მეორე თაობა ყაბულს იყო: კი, ბატონო, _ ამბობდა, _ ეს ქართული ფონდის მიწებიაო, მაგრამ მესამე თაობამ პირი იბრუნა. ახლა ფონდთა შესახებ კანონი იცვლება. 1970 წელს არამუსლიმანური ფონდების საკუთრების საბუთები გაუქმდა. გრძელი საქმეა ეს. ფონდების შესახებ კანონი რომ შეიცვლება, ადვოკატებს ბევრი საქმე გამოუჩნდებათ გასაკეთებელი,~- ამბობს სიმონ ზაზაძე.
ბატონ სიმონს ქართული კათოლიკური ეკლესიის განახლება უნდა. `Qქართული საძმო~ მალე შეიძლება აღდგეს. ქართული კათოლიკური ფონდის შიშლი-ბომონთის მიწების უფლებები დამაარსებელთა შორის არსებულ ქართული განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცემა. აქ ქართული კულტურის ცენტრისა და უნივერსიტეტის მშენებლობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. მშენებლობის საძირკვლის ჩაყრამდე თითქმის აღარაფერი გვაშორებს. სიმონ ზაზაძეს მტკიცედ სწამს, რომ სულ მალე იზეიმებს ახალ შენობაში ახალსახლობას. ძალიან უნდა ქართული უნივერსიტეტის დაარსება და დიდი მღელვარებით ლაპარაკობს ამ თემაზე. `ძალიან მინდა, ჩვენი ფონდის მეშვეობით მთელი თურქეთის ახალგაზრდობას მიეცეს სწავლა-განათლების საშუალება. ამისათვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ,~ – ამბობს იგი.
ბატონი სიმონის შვილმა, `პაულ უმცროსმა~, პირველადი სწავლა-განათლება კერძო `ბილგი კოლეჯში~ მიიღო, შემდეგ `რობერტ კოლეჯში~ განაგრძო სწავლა, ხოლო ამის შემდეგ “თჰე Aმერიცან Uნივერსიტყ” (ვაშინგტონი) დაამთავრა, ჰარვარდში ასპირანტურა გაიარა და დოქტორის ხარისხიც იქვე მიიღო. პაული არის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი. მას ორი უფროსი და _ ნატალია და პაულა _ ჰყავს.
მესამე თაობის ზაზაძე ბაბუის მხოლოდ სახელს კი არა, შრომისუნარიანობისა და წარმატებული საქმოსნობის ტრადიციასაც აგრძელებს. ბაბუის სახელის შვილიშვილისათვის დარქმევის ამ ლამაზი ჩვეულების დაცვით მართლაც რომ დიდებული ოჯახის შვილმა, სიმონ ზაზაძემ, თაობათა შორის გადო ხიდი. მისი გაცნობა დიდი პატივი იყო ჩვენთვის და წარსულში საინტერესო მოგზაურობის შემდეგ ღრმა პატივისცემით ვემშვიდობებით მას.
ჯურნალ "ფიროსმანი", N3