აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე

საინტერესო წიგნი XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის შესახებ

ისტორიკოსი ბეჟან ხორავა სამეცნიერო წრეებში კარგად არის ცნობილი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის  საქართველოს ძირძველი კუთხის აფხა-ზეთის, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. იგი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ოთხი მონოგრაფიის ავტორია.

ბეჟან ხორავა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია რუსეთ-კავკასიის 1763-1864 წლების ომის ისტორიის, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების დიდი ნაწილის გენოციდი მოჰყვა. მისი მონაწილეობით საქართველოს პარლამენტს წარედგინა მეცნიერთა დასკვნა XIX საუკუნეში რუსეთის მიერ ჩერ-ქეზთა მიმართ წარმოებული პოლიტიკის შეფასების შესახებ. ამ სამეცნიერო დასკ-ვნის საფუძველზე 2011 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა XIX საუკუნეში რუსეთის ქმედებას ჩერქეზი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.

ახლახან გამოვიდა ბეჟან ხორავას წიგნი ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე~ (გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი, 2011). 

წიგნში შესულ სამეცნიერო ნარკვევებში, ძირითადად, განხილულია XIX საუკუნის 20-60-იანი წლების აფხაზეთის ისტორიის საკითხები. 

რუსეთის ბატონობა აფხაზეთში დაიწყო 1810წ. ოსმალთაგან სოხუმის ციხის აღებით, ფაქტობრივად კი XIX საუკუნის 20-30-იან წლებში დამკვიდრდა. რუსეთის ხელისუფლებას ამ საქმეში დიდი დახმარება აფხაზეთის უკანასკნელმა მთავარმა მიხეილ შარვაშიძემ (1823-1864) გაუწია. 

მიხეილ შარვაშიძემ ყირიმის ომის (1853-1856) დროს აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის ნაწილები უვნებლად გამოიყვანა. ყირიმის ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას შარვაშიძის თავიდან მოცილება სურდა. აფხაზეთის მთავრისა და სამთავროს ბედი 1864 წელს, რუსეთ-კავკასიის ომის (1763-1864) დასრულების შემდეგ გადაწყდა.

1864 წლის მარტში, როდესაც კავკასიის ომი დასასრულს მიუახლოვდა, კავკასიის არმიის მთავარსარდალმა და კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა (1862-1881) აფხაზეთის სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. 1864 წლის მაისში რუსეთმა დასავლეთ კავკასია დაიპყრო და კავკასიის ომი დასრულებულად გამოაცხადა. ამის შემდეგ აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნება რუსეთის ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. 1864 წლის ივლისში აფხაზეთში უშუალო რუსული მმართველობა დამყარდა. მოხუცი, ავადმყოფი 1864 წლის ნოემბერში ის ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა 1866 წლის 16 აპრილს. ნაშრომში დაწვრილებითაა გადმოცემუ-ლი აფხაზეთის სამთავროს გაუქმების პერიპეტიები და მისი უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ცხოვრების ბოლო წლები.  

ბეჟან ხორავას წიგნი ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე~, სადაც გადმოცემულია XIX საუკუნის აფხაზეთის ობიექტური ისტორია, საისტორიო მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენია. 

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.